კინო კლუბის სამოქმედო გეგმა

 1.   ზოგადი დებულებები

1.1.  სსიპ. ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა კინო კლუბი 

1.2. კლუბი დაფუძნებულია 2024  წელს თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართვლოს ტერიტორიაზე.

1.3. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო, გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი;

1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო ქ.ამბროლაური, სსიპ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა

1.5 ელფოსტა: lsanteladze27@gmail.com

1.6. ტელ: 577 45 42 44

კლუბის ხელმძღვანელ-მასწავლებელი ლალი სანთელაძე

კინო-კლუბის წესდება:

1.      კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება და ხასიათი;

2.      კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ ამბროლაურის N1 საჯარო  სკოლის მოსწავლეებს.

3.      კინო კლუბის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;

4.      კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება, საპატიო მიზეზების გამო, არ დაესწროს კლუბის ზოგიერთ შეკრებას;

5.      კლუბის თითოეულ წევრს აქვს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლება;

6.      კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის წესდება;

7.      კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ ის:

7.1.  არ დაიცავს კლუბის წესდებას;

7.2.  არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას;

7.3.  არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

2.   კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1. დოკუმენტური ფილმების პოპულარიზაცია.

2.2. პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მსჯელობა.

2.3. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

2.4. მსჯელობის უნარის განვითარება.

2.5. პრეზენტაციის და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარის განვითრება.

2.6.სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

2.7. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს. ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

3.   კლუბში გაწევრიანება

3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის მე-7 დან მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.

3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით ( განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით)


  კლუბის შექმნის გეგმა


განსახორციელებელი ღონისძიება

შეხვედრის ადგილი

მიზანი

შენიშვნა

 1

ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

               

 

 

 2

კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე;

 

 

 

 3

კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და ლოგოს შერჩევა;

 

 

 

 4

კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება;

 

 

 

 5

ლიდერი მოსწავლის არჩევა.


 

 

 

 


4.   კლუბის მუშაობის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება.

4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობა არაუმეტეს 20 მოსწავლისგან შედგება. საკლუბო მუშაობას უძღვება ხელმძღვანელი მასწავლებელი;

4.2 კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);

4.3 ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;

4.4 კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;

4.5 ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;

4.6 კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველთვიურად კლუბის მონაწილე წევრებისა და კურატორ-მასწავლებლის მიერ, დათქმულ რიცხვში;

4.7 კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია  გაკვეთილების შემდეგ, ერთი ან მეტი საათით.



5.   კლუბის მუშაობა

5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ, გარდა არდადაგების პერიოდისა.

5.2. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ ¾.

5.3.კლუბის შეკრებები დასტურდება ფოტო ვიდეო მასალით

 

6. კლუბის მუშაობის  მეთოდიკა

  • ინდივიდუალური;
  •  ჯგუფური;
  •  დისკუსია/დებატი.

 

7.     ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

საკლუბო მუშაობის დაწყებამდე, სკოლის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  •   კლუბის სახელწოდება;
  •  კლუბის წესდება;
  •  კლუბის სამუშაო გეგმა;
  •  განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის. 

 კლუბის ლიდერი მოსწავლე 

·          ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებს;
·         კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს;
·         ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის ამსახველი ფოტო-ვიდეო  და ბეჭდური მასალის ატვირთვას სკოლის ვებ გვერდზე ან  სოც, ქსელში;
·         აწვდის საჭირო ინფორმაციას კლუბის წევრებს;


დამხმარე მშობელთა ჯგუფი   ეხმარება კურატორ მასწავლებელს   კლუბის მუშაობის წარმართვაში;( საჭ.შემთხვევაში)  

8.  საკლუბო მუშაობის პერიოდი მასწავლებელი და მონაწილე კლუბის წევრები თანხმდებიან საკლუბო შეხვედრის თარიღზე;   

   საკლუბო მუშაობის პერიოდში, ეტაპობრივად, აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.

 

9.   კლუბის ქონება

კლუბის ქონება და სახსრები ფინანსდება სკოლის მიერ.


 

10.   კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა

  • კლუბის რეორგანიზაცია ( შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
  • კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო გადაწყვეტილებით. მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

 

11.   დასკვნითი დებულება

  • წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმებიდან.
  • ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

No comments:

Post a Comment